ბერი ნიკოლოზი.ელისაბედ ვეკუას გადაღებული. ნაწილი1

Channel: kito banga

30,301

TIP: Right-click and select "Save link as.." to download video

Initializing link download... Initializing link download.....

ეს კადრები გადავიღე 12 წლის უკან - 2003 წლის 23 დეკემბერს და დღემდე არავის უნახავს. ყველას, ვისაც ბერი ნიკოლოზის ხმა ახსოვს და მოენატრა, ვინც მასთან მისი მდუმარებაში გადასვლის შემდეგ მივიდა და მისი ხმა ჯერ არ გაუგია, გეძლევათ საშუალება მოისმინოთ მისი საუბარი. ეს იქნება, მამა ნიკოლოზის დაბადების დღისადმი მიძღვნილი, ჩემი საჩუქარი თქვენდამი. შეგწეოდეთ ბერი ნიკოლოზის ლოცვა.

რაც შეეხება კადრებს: ეს - ჩვენი ხილული ურთიერთობის ბოლო დღეებია, მასთან მე, მისივე კურთხევით, 12 წელია არ მივსულვარ. მას შემდეგ, რაც მამა ნიკოლოზმა „ჩემს სულს ფერი უცვალა“ და მომცა ცოდნაც, მის „მისაღებ“ ოთახში საგანთა განლაგებით ვხვდებოდი რა, თუ ვის მოსვლას ელოდა ბერი, მას თავის “მისაღებ“ ოთახში არ შევყავდი. მეტიც, მერე უკვე - ეზოშიც კი აღარ მიშვებდა: “ შენ უკვე ჩემთან აღარ უნდა მოხვიდე... შენ თავისუფალი ადამიანი ხარ“- ო მეუბნებოდა. მაგრამ, ვგრძნობდი რა, ვიდეო კადრების გადაღების სამომავლო საჭიროებას, ვცდილობდი, სანამ ბოლოჯერ მეტყოდა მასთან მისვლაზე „არა“-ს, როგორმე გადამეღო ვიდეოც და სურათებიც. ვიდეო აქ სრულად არ არის ნაჩვენები, მხოლოდ რამდენიმე კადრს გთავაზობთ. კადრის ბოლოს ისმის, რომ ხელჩაკიდებული გავყავარ „სამზარეულო“ ოთახიდან ეზოში და ეზოს გავლით ჭიშკარს მიღმა (თან მემუქრებოდა - გადაღებას თუ არ შევწყვეტდი, კამერას გამიტეხავდა, რის გამოც მორჩილად გავიძახი: „კი, მამაო, კი“). შესაძლოა, ასეთი - ჩვეულებრივად ( არასალოსურად) მოსაუბრე მამა ნიკოლოზი ბევრს არც ყავდეს ნანახი, იმ წლებში მასთან მიმსვლელთაგან, მამა ნიკოლოზი მე მხოლოდ მამა ბენიამინ ბელქანიასთან მინახავს გახსნილად მოსაუბრე...

P. S. მალხაზ ჯინორია, მადლობა შენ და იცი ეს მადლობა რატომ.
პატივისცემით, ელისაბედ ვეკუა